2008 წლის შემდეგ საქართველო რუსეთის მძიმე, სამხედრო მუქარის საფრთხის პირობებში იმყოფება - ვარჰეი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი, აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"15 წელი! 2008 წლის აგვისტოში მოხდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. მას შემდეგ საქართველო რუსეთის მძიმე, სამხედრო მუქარის საფრთხის პირობებში იმყოფება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები," - წერს ვარჰეი Twitter-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი