ამ პერიოდში ადამიანებს მორალი აძლევს საშუალებას, გააკეთონ განცხადებები, რომლის მსგავსიც არ გაუკეთებიათ, დაზარალებული ოჯახის წევრმაც კი გააზიარა ფეიკი - აცხადებს შოვში ჩასული მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელიც ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და ყველაფერს ფეიკს უწოდებს.
როგორც მდინარაძე ირწმუნება, მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტიქიის ზონიდან მოსახლეობის დროული ევაკუაცია განხორციელებულიყო.
"ამ პერიოდში ადამიანები ახერხებენ და მორალი აძლევს საშუალებას, რომ დასხდნენ და განცხადებები, რომლის მსგავსიც არ გაუკეთებიათ, ინტერპრეტირება, რომ შეიძლებოდეს ისეთი კი არა, საერთოდ რომ არ გაუკეთებიათ ასეთი განცხადებებს ავრცელებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმაც კი როგორც მეუბნებიან გააზიარა, იმდენად გავრცელებული იყო, იმდენი გაზიარება ჰქონდა ასეთ ფეიკს.
იმ პირობების დროს, ის 4-5 საათი ვერსად ვერანაირი ვერტმფრენი ვერ იმუშავებდა. ასეთი ტექნიკა არ არსებობს. თუკი რაიმე ეჭვი შეიძლება არსებობდეს, ოდნავი მაინც, 1 %-იანი, ვინმეს, რომ სპეკულაციის საშუალება არ მიეცეს, საბოლოო დასკვნამდე წინასწარ, თუნდაც 1%-თან დაკავშირებით რაიმე წინასწარი დასკვნები არ გამოიტანოს ვინმემ, ალბათ სწორია და მათი კომპეტენციაა გამოძიების დაწყება, რომ ბოლომდე გამოძიების ფარგლებშიც ყველა კითხვას საბოლოო, ამომწურავი, დეტალური პასუხი გაეცეს" - ამბობს მდინარაძე
შეგახსენებთ, რომ კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას ამ დროის მონაცემებით 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14-ის იდენტიფიცირება მოხდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე დღესაც გრძელდება. ოფიციალური უწყებების ცნობით, ამ დრომდე 16 ადამიანს ეძებენ, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულია კიდევ ერთი პირი.