
აგვისტოს ომის 15 წლისთავს მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურა და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს .
"მოლდოვა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" - აღნიშნულია განცხადებაში