
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა აგვისტოს ომის 15 წლისთავს "ტვიტერზე" ეხმაურება და წერს, რომ 15 წლის წინ რუსეთმა აწარმოა საშინელი ომი საქართველოს წინააღმდეგ და რომელიც იყო სახელმძღვანელო, მოგვიანებით უკრაინაში დაწყებული ომისა:
"15 წლის წინ რუსეთმა აწარმოა საშინელი აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რითაც დაიწყო სახელმძღვანელო, რომელიც მან მოგვიანებით უკრაინაში გამოიყენა. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყველა ვაკეთებთ ამას" - წერს კატრინ კოლონა