ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს აირიდოს პასუხისმგებლობა უმძიმეს ტრაგედიაზე, თუმცა ყველა გზა ისევ ქართულ ოცნებამდე მიდის. საქართველოში, რომელიც თავისი მდებარეობით მიდრეკილია სტიქიური უბედურებებისკენ, კრიტიკულად აუცილებელია არსებობდეს გაფრთხილების გამართული სისტემა. დაპირება ოცნების ხელისუფლების სტილში 5 წლის წინ გაიცა, თუმცა დღეს ხელისუფლება თავისივე გაკეთებულ განცხადებაზე ისევ გაურბის პასუხისმგებლობას, პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ შეკითხვებს.
რამდენად შესაძლებელი იყო ტრაგედიის ამ მასშტაბების თავიდან არიდება? პასუხი ცალსახაა, იმ შემთხვევაში თუ შოვში მყოფი ადამიანები წინასწარ იქნებოდნენ ინფორმირებული სტიქიის მოახლოების შესახებ დასასრული სულ სხვაგვარი იქნებოდა. ამის უზრუნველყოფას კი გაფრთხილების გამართულ სისტემა შეძლებდა.