დახმარება შემოგვთავაზეს უნგრეთმა, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა; ხელისუფლებამ თქვა უარი, რაზედაც პასუხი უნდა აგონ - გეგელია

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელოს" საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია წერს, რომ ხელისუფლებამ სხვადასხვა საერთაშორისო დახმარების შემოთავაზებაზე უარი თქვა, რის გამოც მათ პასუხი უნდა აგონ. გეგელიას ინფორმაციით, საქართველოს შოვის სტიქიის შემდეგ დახმარება შესთავაზა აზერბაიჯანმა, უნგრეთმა, თურქეთმა, სომხეთმა.

საგარეო დახმარება შემოგვთავაზეს:
უნგრეთმა (EU და NATO სტანდარტი); 
თურქეთმა (NATO სტანდარტი);  
აზერბაიჯანმა; სომხეთმა.
საქართველოს ხელისუფლებამ თქვა უარი! არ გვჭირდებაო! ეს არის კიდევ ერთი უმძიმესი გარემოება, რაზედაც პასუხი უნდა აგონ, იმ ფონზე როდესაც: 
1. ცხადი იყო, რომ დაღამებამდე ვერ მოხდებოდა სამაშველო ოპერაციის დასრულება. არათუ დაღამებამდე, ამდენი დღის თავზეც არ გასულან ბოლოში. 
2. ცნობილი იყო, რომ ღამით სამუშაო ტექნიკა არ გვქონდა. 
3. გამოდის ერთადერთი: მთავრობამ ტონობით მიწის ქვეშ მოყოლილ საკუთარ ხალხზე თქვა, მაინც ვერ გადარჩებოდნენ, სად გვეჩქარებაო. "საჭიროება არ არის" - ამას სხვა ახსნა არ გააჩნია, რადგან ყველა არგუმენტით იყო საჭიროება! 
4. ჩაირთო არანაკლებ შემზარავი მომენტი: იფიქრეს ახლა სხვები რომ დავიხმაროთ, ერთბაშად გაირკვევა რა მასშტაბის მსხვერპლიც გვაქვს, რაც პიარულად უარესიაო. დიახ, პიარულად. არ მოგესმათ. ეგეთი ხალხი მართავს დღეს თქვენა ქვეყანას. 
5. გარდა იმისა, რომ გონივრულ ვადაში ვერ მიუსწრეს ადამიანებს საშველად, ამდენი დღე გავიდა და ჯერაც არ უპოვნიათ ყველა დაკარგული, ჯერაც უმძიმეს მორალურ სტრესში ჰყავთ ოჯახები, ვინც კვლავ ელიან პასუხს, რამეს... 
რუსების ხელისუფლებავ, არ გჭირდებოდათ ხომ საგარეო დახმარება? არც კი მოგისამძიმრათ თქვენმა დედა რუსეთმა... მონებადაც ნოლი ხართ. ქართველებად ხომ ნოლიც არა ხართ." წერს გეგელია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი