
სალომე ზურაბიშვილი შარშან, შარშანწინ - სულ 8 აგვისტოს გადიოდა გმირი ჯარისკაცების საფლავებზე, წელს მასაც გადაუწყვეტია, რომ "ნაცების" ამ გადაწყვეტილებას ჩაჰყვეს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ომის ტრაგედიის სიმბოლოდ 8 აგვისტო ომის პირველივე დღეებიდან ჩაითვალა:
"მოდით, გმირი ჯარისკაცების საფლავებზე გასვლა ომის დაწყება-არდაწყებასთან არ დავაკავშიროთ. იმ ტრაგიკული დღეების შემდეგ პირველივე დღეებიდან ჩაითვალა, რომ 8 აგვისტო იყო ტრაგედიის სიმბოლოდ ქცეული თარიღი და მომდევნო წლიდან ყოველთვის 8 აგვისტოს გადიოდა აბსოლუტურად ყველა საფლავებზე. შემდეგ, შეიძლება მეშლებოდეს წელი, დაახლოებით 2014 წლიდან რაღაც მოუფრინდათ თავში და დაიწყეს 7 აგვისტოს გასვლა. სალომე ზურაბიშვილიც, შარშან, შარშანწინ სულ 8 აგვისტოს გადიოდა საფლავებზე, წელს მასაც გადაუწყვეტია, რომ „ნაცების“ ამ გადაწყვეტილებას ჩაჰყვეს" - ამბობს მდინარაძე.
შეგახსენებთ, დღეს აგვისტოს ომის დაწყების 15 წლისთავია. პრეზიდენტი ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს მივიდა და ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი.
ქართული ოცნება" კი ძმათა სასაფლაოზე ტრადიციულად 8 აგვისტოს ადის და ამ ნაბიჯით რუსულ პროპაგანდას ავითარებს, რომ თითქოს არა 7-ში,არამედ 8-ში, ქართული მხარის საპასუხოდ დაიწყო.
7 აგვისტოა, დღე როცა რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით გადმოლახეს და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, რასაც სასტიკად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.