რუსებმა ხარკოვის რეგიონში კასეტური საბრძოლო მასალით სოფელი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს. ოკუპანტებმა იერიში თავდაპირველად მართვადი საჰაერო ბომბებით, მოგვიანებით კი კასეტური საბრძოლო მასალით მიიტანეს. დაიღუპა ორი ადამიანი. არიან დაშავებულებიც, მათ შორის, მაშველები და პოლიციელები.

"რუსებმა ოთხი მართვადი საჰაერო ბომბით დაბომბეს კუპიანსკის რაიონის სოფელ კრუგლიაკივკა. ისინი კერძო სახლებს დაესხნენ. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა. 

გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

„საჰაერო დაბომბვის შედეგად კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა 45 წლის ქალი და 65 წლის მამაკაცი. დაშავდა კიდევ ორი ​​მშვიდობიანი მოქალაქე. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მივიდნენ. მტერმა კვლავ კასეტური საბრძოლო მასალით ისროლა. დაშავდა სახელმწიფო საგანგებო სამსახურის 2 მაშველი და ხარკოვის ოლქის პოლიციის გამომძიებელი“, - წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო Telegram-ში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი