
აშშ-მა უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების პირველი პარტიის გადაცემა ოფიციალურად დაამტკიცა - ამის შესახებ ბრიფინგზე არმიის მომარაგების დეპარტამენტის უფროსმა დაგ ბუშმა განაცხადა. ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში მიეწოდება.
"ტანკები გაიგზავნება ამ შაბათ-კვირას. პირველ რიგში, ამერიკული საბრძოლო ტანკები უნდა მოხვდნენ ევროპაში, უკრაინის ტერიტორიაზე აბრამსი ყველაფერთან ერთად, რაც მათ მოჰყვება: საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, საწვავის აღჭურვილობა, სარემონტო საშუალებები, იქნება შემოდგომის დასაწყისში. ანუ ეს არ არის მხოლოდ ტანკები, ეს არის სრული პაკეტი, რომელიც მათ მოჰყვება“, – აღნიშნა ბუშმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა აბრამსის საბრძოლო ტანკების გადაცემა უკრაინისთვის მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. ბაიდენის თქმით, უკრაინა 31 აბრამსის საბრძოლო ტანკს და მათთვის სარემონტო-საევაკუაციო მანქანებს მიიღებს.