აგვისტოს ომს იხსენებენ ემიგრანტებიც - ნიუ-იორკში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ოკუპანტებისთვის ომის დანაშაულების შესახსენებლად რუსეთის საკონსულოსთან 2008 წლის ომში დაღუპულთა სრული სია მიიტანეს. ემიგრანტები ფიქრობენ, რომ კრემლი საქართველოში ჰიბრიდულ ომს დღესაც აქტიურად აგრძელებს.
აქციის ორგანიზატორი ამბობს, რომ საელჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას უთხრა, რომ იქ დგომა არ იყო კარგი იდეა.
"კიდევ ერთხელ შევახსენეთ რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს და ყველა გამვლელს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი კლავს და მოვიტანეთ მათ მიერ 2008 წელს მოკლული, ომში დაღუპულთა სრული სია, ამით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ჩვენ ეს ადამიანები არ გვავიწყდება, ჩვენ პატივს ვცემთ მათ თავგანწირვას, რუსეთი მკვლელია, რუსეთი ოკუპანტია", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.