
7 აგვისტოს, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკიზე.
ორი სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. მეორე "ისკანდერის" ტიპის რაკეტით პოკროვსკს შეუტიეს, როცა ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობდა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი, 88 დაშავდა. მათ შორის 2 ბავშვი, 7 მაშველი და 29 პოლიციელია.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა, ღამით განმეორებითი დაბომბვის მაღალი საფრთხის გამო დროებით შეჩერდა.