კიდევ 560 სამხედრო, ვერტმფრენი და 10 ტანკი - უკრაინის გენშტაბის მონაცემები რუსეთის დანაკარგზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 7 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 560 ჯარისკაცი, 10 ტანკი, 19 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 250 800;
  • ​ტანკი -  4 254;
  • ჯავშანტექნიკა - 8 278;
  • საარტილერიო სისტემა - 4 996;
  • სარაკეტო სისტემა - 709;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 468;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 312;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 158;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 377;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 7 460;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 737.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი