15 წლის წინ რუსეთმა, საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ აჩვენა აგრესიული იმპერიული ამბიციები - სტეფანჩუკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი აგვისტოს ომის 15 წლის თავს და რუსულ ინტერვენციას ეხმაურება და წერს, რომ თავის იმპერიული ამბიციები რუსეთმა ჯერ კიდევ 15 წლის წინ აჩვენა და მაშინ, რომ მსოფლიო უფრო მკაცრი ყოფილიყო მის მიმართ, რუსეთი ვეღარ გაბედავდა მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას:

"15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ უკვე აჩვენა აგრესიული იმპერიული ამბიციები.

15 წლის წინ მსოფლიო უფრო გადამწყვეტად და მკაცრად რომ მოქცეულიყო, რუსეთი ვერ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომლებიც მას არ ეკუთვნის.

უკრაინა დღეს მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის ცდილობდა ამ მომავლის დანგრევას.

მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით - გადამწყვეტი და კოორდინირებული ნაბიჯებით დავამარცხებთ აგრესორს და დავამყარებთ მშვიდობას ევროპაში." წერს რუსლან სტეფანჩუკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი