ევროკომისიამ ანგარიშის მომზადება დაიწყო, რეკომენდაციები იქნება საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები EU-ში გასაწევრიანებლად - იოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენა დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს. როგორც ის ტვიტერზე წერს, არსებული მდგომარეობით, იქნება რეკომენდაცია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცენ, ხოლო უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებები დაიწყონ, თუმცა, ამ ყველაფერს დეკემბერში ევროკავშირის 27-ვე წევრის კონსენსუსი დასჭირდება:

ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშის მომზადება, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს, დაიწყო. მდგომარეობა არის ასეთი, იქნება რეკომენდაცია უკრაინისა და მოლდოვისთვის, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და საქართველოსთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, დეკემბერში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის კონსენსუსის მიღწევა კვლავ საჭიროა." წერს იოზვიაკი.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი