პარლამენტის შენობაზე გაკეთებული ქართველი გმირის სტენსილი წაშალეს. გიორგი ანწუხელიძის გამოსახულება სამოქალაქო აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოს კედელზე გუშინ დაიტანეს, თუმცა დღეს სტენსილი აღარ დახვდათ.
ამ ფაქტის გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა, პარლამენტთან რუსული დროშის ფერებში შეღებილი უნიტაზი მიიტანეს.