ილუზიის შექმნა, რომ ამ რეჟიმის პირობებში საგამოძიებო კომისიის ინსტიტუტის გამოყენებაა შესაძლებელი, ან თავის მოტყუებაა, ან გაურკვევლობის ბუღის დაყენება - ბოკერია

გამოქვეყნდა:

"ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ილუზიის შექმნა, რომ ამ რეჟიმის პირობებში ამ ინსტიტუტის გამოყენებაა შესაძლებელი, ან თავის მოტყუებაა, ან გაურკვევლობის ბუღის დაყენება“ - აცხადებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნაზე, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

ბოკერიას თქმით, ლეგიტიმური პარლამენტის მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა შედარებით, ან მეტ-ნაკლებად ნორმალურ ვითარებაში იქნებოდა ლოგიკური:

„ოღონდ ჩვენ არანორმალურ ვითარებაში ვართ, არალეგიტიმური პარლამენტი გვაქვს, სადაც მინიმალური თამაშის წესებსაც არ იცავს ივანიშვილის რეჟიმი და გვყავს პუტინისტური სულისკვეთების ხელისუფლება. ამ პირობებში, მორიგ ჯერზე ილუზიის შექმნა და ბოლის დაყენება, რომ შეიძლება თურმე
ლეგიტიმური ინსტიტუტების გამოყენება ისე, რომ ამ რეჟიმს არ ვცვლით დემოკრატიულად, უკეთეს შემთხვევაში თავის მოტყუებაა, ხოლო უარესში ხელისუფლების ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან გაუგებრობისა და გაურკვევლობის ბუღის დაყენებაა, რასაც ევროპული საქართველო არცერთ შემთხვევაში არ უჭერს მხარს“ - თქვა გიგა ბოკერიამ

შეგახსენებთ, ოპოზიციის ნაწილი შოვის ტრაგედიის დროულ გამოძიებას, ნაწილი კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი