ოცნების ხელისუფლების უცვლელი, თუმცა დაკორექტირებული რიტორიკა. დღეს ოლიგარქის გუნდი ამტკიცებდა, რომ 2008 წელს ომის არიდება შესაძლებელი იყო, რითაც ირიბად კვლავ მიანიშნებს რომ კრემლის სასტიკი სამხედრო ინტერვენციის დაწყებაში კვლავ საქართველოა დამნაშავე. პრემიერმინისტრმა საკუთარ ქვეყანას ბრალდებები იმ გმირი მებრძოლების საფლავებიდან წაუყენა, რომლებმაც სამშობლოს სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი საკუთარი სიცოცხლის ფასად შეუნარჩუნეს. მთავრობის მეთაურს ქართული ოცნების არც ერთი ლიდერი არ ჩამორჩა, რომლებიც ერთიანი მესიჯბოქსით კრემლის გზავნილებს ასაჯაროებდნენ.