რუსეთმა ნიკოპოლი დაბომბა - დაიღუპა 18 წლის ბიჭი, დაშავდა სამი ადამიანი

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბა, რის შედეგადაც 18 წლის ბიჭი დაიღუპა. დაშავდა სამი ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს

დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელ მიკოლა ლუკაშუკის თქმით, დაზიანდა ტაძარი, 5 საცხოვრებელი სახლი, 2 ფერმა, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.

"რთული ღამე იყო ნიკოპოლში. ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა მტრის დაბომბვის შედეგად. მას ახლახანს შეუსრულდა 18 წელი," - განაცხადა ლუკაშუკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი