მოსკოვის მერი, სერგეი სობინიანი აცხადებს, რომ ღამით, დედაქალაქის მახლობლად ორი საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს.
როგორც სობინიანი Telegram არხზე წერს, ერთი დრონი დომოდედოვოს მახლობლად ჩამოაგდეს, მეორე კი მინსკის გზატკეცილთან.
მისივე მტკიცებით სამიზნე მოსკოვი იყო. დაშავებულების ან და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსულმა ტელეგრამ-არხმა "Shot-მა" ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც, მათ ცნობით, ჩანს ერთ-ერთი დრონის ჩამოვარდნა: