მოსკოვის ოლქში, სერგიევ-პოსადში მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში აფეთქება მოხდა. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მინიმუმ 22 ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. რუსული მედიის თქმით,
ადგილზე იმყოფებიან უსაფრთხოების ძალებიც.
ცნობისთვის, ზაგორსკის ოპტიკური და მექანიკური ქარხანა არის რუსული სამხედრო ინდუსტრიის სტრუქტურების ნაწილი, რომელიც აწარმოებს ოპტიკას სამხედრო საჭიროებისთვის. ის ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესის საწარმოა.