გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს, ვასილ დათებაშვილს ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის ბრალი წარედგინა

გამოქვეყნდა:

გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს, ვასილ დათებაშვილს, რომელმაც წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში "გალფის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა ბრალი წარედგინა. მას პროკურატურა ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. 

შემთხვევა სოფელ ლიაში გვიან ღამით მოხდა. ნიღბიანმა, შეიარაღებულმა ბრალდებულმა მძევლად აიყვანა ოპერატორი, რომელსაც თანხას სთხოვდა. თანამშრომელი ამბობდა, რომ ფული მენეჯერის ოთახში მდგარ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში ჰქონდა ჩარიცხული და ქვითარს აჩვენებდა. დათებაშვილი აპარატის გასაღებს ითხოვდა. საბოლოოდ მან თანხის აღება ვერ შეძლო, ტანსაცმელი გამოიცვალა და სამუშაო ადგილზე დაბრუნდა.

გამოძიებამ ამოიღო კამერების ჩანაწერები.

ერთ-ერთი ვერსიით მან შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე "ონლაინ კაზინოში" 20 000 დოლარი წააგო.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი