
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ინფორმაციით, ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული არმიის სამეთაურო პუნქტი გაანადგურა.
ოკუპანტების სამხედრო ობიექტზე თავდასხმა დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა.
ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს კვამლისა და მტვრის სვეტი დარტყმის ადგილზე.