ცენზურის კანონი რუსული კანონის შემქმნელებისგან - "ოცნება" ახალი შტურმისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

შოვის ტრაგედიიდან აქცენტის გადასატანად და ცენზურის კანონი ქართული ოცნებისგან. ხელისუფლება ახალი შტურმისთვის ემზადება. მიზანში  ისევ მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციაა, თუმცა ინიციატივა, რომელსაც "დეზინფორმაციის გავრცელების აკრძალვად" ნათლავს ხელისუფლება, ყველას შეეხება.

თუ ამ კანონს მიიღებენ - შეეძლებათ ყველაფრის აკრძალვა და ყველანაირი ინფორმაციის გაფილტვრა. რა ბედი ელის ამ ინიციატივას უცნობია, შესაძლოა ახლა ხელისუფლება მთავარი თემიდან - შოვის ტრაგედიიდან - ცდილობს აქცენტის გადატანას, მაგრამ მმართველ გუნდში ბრაზს არ მალავენ. 

დეზინფორმაცია ოცნებისთვის კი ის კითხვები და კრიტიკაა, რომელსაც სტიქიის კვალდაკვალ იღებენ - რატომ არ იყო რეაგირება ეფექტური, შეიძლებოდა თუ არა კატასტროფული შედეგების აცილება და ნაკლები მსხვერპლი. რატომ არ იყო დამონტაჟებული სასიგნალო მოწყობილობები - ამის საპასუხოდ ოცნება ცენზურის შემოსაღებად ემზადება.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი