აშშ-მა ავიაკომპანია Belavia დაასანქცირა - სანქცირებულია ლუკაშენკოს თვითმფრინავიც

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა ხუთი ბელარუსული კომპანია, მათ შორის ავიაკომპანია Belavia, რვა ფიზიკური პირი და ერთი თვითმფრინავი, სანქციების სიაში შეიყვანა.

„ეს ქმედებები მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ ბელარუსის რეჟიმის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებში, თანამონაწილეობისთვის რუსეთის ფედერაციის გაუმართლებელ ომში უკრაინაში და ბელარუსის რეჟიმის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გამდიდრებაში“, - განმარტავს სამინისტრო. 

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების სიაში შედის:

  • სახელმწიფო კომპანია "ბელავია";
  • მისი კუთვნილი თვითმფრინავი CR-200ER, რომლითაც შეერთებული შტატების ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ;
  • მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა No407 (რუსეთის სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის მომსახურებისთვის);
  • ბელარუსული მეტალურგიული ქარხანა და მისი დირექტორი დიმიტრი კორჩიკი.
  • BEL-KAP-STEEL LLC, BMZ-ის შვილობილი კომპანია ფლორიდაში
  • "თამბაქოს მაგნატის" ალექსეი ალექსინის ცოლი და ორი ვაჟი. თავად ალექსინი ჯერ კიდევ 2021 წელსაა სანქცირებული აშშ-ის მიერ.
  • ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელობა - დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიებში თანამონაწილეობისთვის.

"ყველა ამერიკული აქტივი, რომელიც ექვემდებარება სანქციებს, გაყინულია და ამერიკულ ფირმებსა და მოქალაქეებს ეკრძალებათ ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება სანქციების სიაში მყოფებთან." - განმარტავს აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი.

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი