რუსეთში, მოსკოვის ოლქის ქალაქ დომოდედოვოში 10 აგვისტოს ღამით აფეთქებები მოხდა, რის შემდეგაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რუსული სამთავრობო მედია "რია" წერს, რომ ცეცხლი გაჩნდა ავტოსერვისის ტერიტორიაზე. ცეცხლი 1 000 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა.
რუსული გამოცემა "ასტრა" თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ხანძარი აფეთქებების შემდეგ გაჩნდა. გამოცემამ კადრებიც გაავრცელა.
რუსული ტელეგრამის არხი "Shot" ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძრის მიზეზი გაზის ბალონების აფეთქება გახდა.