
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, 2023 წლის პირველ ნახევარში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულებზე (შტატგარეშეებზე) 236 მლნ ლარი დაიხარჯა. ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს 21%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე.
2022 წელს ეს მაჩვენებელი 195 მლნ ლარი იყო.
"ბოლო 10 წელში, შტატგარეშეებზე გაწეული ხარჯი 7-ჯერ გაიზარდა.
საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მიღებისთვის კონკურსის გამოცხადება აუცილებელი არ არის, რაც ნეპოტიზმის რისკებს ზრდის", - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა".