ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან გამართული შეხვედრის შემდეგ მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ეკვადორის დედაქალაქ კიტოში მოხდა. ფერნანდო ილავისენსიო აქტიურად გამოდიოდა კორუფციისა და ბანდების წინააღმდეგ.
თვითმხილველების ინფორმაციით, პრეზიდენტობის 59 წლის კანდიდატს თავის არეში სამჯერ ესროლეს, როდესაც ის შენობას ტოვებდა და მანქანაში ჯდებოდა.
ვილავიჩენციოს დაცვამ მსროლელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. პროკურატურის ცნობით, ისიც გარდაიცვალა. სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის დეპუტატობის კანდიდატი და 2 პოლიციელი.
ვილავიჩენციოს მკვლელობის შემდეგ ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვილავიჩენციო პარლამენტის მოქმედი წევრი იყო. მკვლელობის საქმეზე 6 პირია დაკავებული. ცნობისთვის, ეკვადორში საპრეზიდენტო არჩევნები 20 აგვისტოსაა დაგეგმილი.