პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 10 000 ჯარისკაცს განათავსებს

გამოქვეყნდა:

პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

ბლაშჩაკის თქმით, 4 000 სამხედრო მესაზღვრეებს აღმოუჩენს მხარდაჭერას, 6 ათასი კი რეზერვში დარჩება.

"ყველაფერი, რაც ბელორუსიაში ხდება, კოორდინირებულია რუსეთის ქმედებებთან", - თქვა მინისტრმა.

ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე დაძაბულობა მატულობს მას შემდეგ, რაც ივნისში, ევგენი პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხების შედეგად, ბელარუსში "ვაგნერის" მებრძოლები განლაგდნენ.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გასულ თვეს განაცხადა, რომ მისი ძალები "ვაგნერის" მებრძოლებთან ერთად პოლონეთის საზღვართან წვრთნებს გამართავენ. 

გასულ კვირას კი პოლონეთმა ბელარუსი მისი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც, სავარაუდოდ, ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა საწვრთნელი წვრთნების დროს პოლონეთის ტერიტორია გადაკვეთა. თუმცა ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბრალდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი