ვერასოდეს ვნახავთ პუტინს და ზელენსკის ერთ მაგიდასთან - კულება მოლაპარაკებებზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი პუტინთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება და  რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მის მიერ მიტაცებული ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ:

"პუტინი არ არის პარტნიორი. მან ჩაიდინა ძალიან ბევრი ძალიან სერიოზული დანაშაული. არსებობს სხვა დიპლომატიური გზები, მაგრამ ჩვენთვის ნათელია, რომ ჩვენ ვერასოდეს ვნახავთ პუტინს და ზელენსკის ერთ მაგიდასთან " განაცხადა კულებამ იტალიურ მედია -  Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მუჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება სურს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი