შოვში სტიქიური უბედურების ზონაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი მაიორი მირიან ჭელიძე დღეს, 10 აგვისტოს სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მირიან ჭელიძე სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.
შეგახსენებთ, ამბროლაურის რაიონის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი მირიან ჭელიძე, 7 აგვისტოს გარდაიცვალა.