აბა რა, შალვა, ურემი რომ გადაბრუნდება, მერე უნდა დაველოდოთ "სულ რაღაც სამ საათში" თქვენს გაღვიძებას, ხოლო მერე თქვენს შეგონებას - ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას:
"ლელო ვითხოვთ რიკოთის საერთაშორისო აუდიტს!
ესაა პარლამენტის სპიკერის პოზიცია.
აბა რა, შალვა, ურემი რომ გადაბრუნდება, მერე უნდა დაველოდოთ "სულ რაღაც სამ საათში" თქვენს გაღვიძებას, ხოლო მერე თქვენს შეგონებას - ახლა გლოვის დროა, ახლა კითხვების დრო არ არის.
ეს გინდათ?!
სასწრაფოდ რიკოთის საერთაშორისო აუდიტი!" წერს ნაცვლიშვილი
ლელოს მოთხოვნაზე, რიკოთზე მიმდინარე მშენებლობაზე საერთაშორისო აუდიტი ჩატარდეს, პაპუაშვილმა დღეს "ოცნებისთვის" ჩვეული რიტორიკით უპასუხა - „აი, ეს არის რატომაც ვერასდროს ასცდებიან ეს პარტიები 2-3-5%-ს. სწორედ ამიტომ, რომ ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ“ - თქვა პაპუაშვილმა.