ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტში მოსახლეობის ინტერესი არ გაითვალისწინა - 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ  ბათუმის მუნციპალიტეტს პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში მიღებული ფინანსური დახმარებიდან ბათუმის მოსახლეობის საკეთილდღეოდ ერთი თეთრიც კი არ გაუღია. მაშინ, როცა ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში  ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

ბათუმის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში  ცვლილებების შესახებ კონკრეტულ განმარტებებს მოითხოვენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც.

თვითმმართველობას წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა ებრძოლოს კრიზისს, მაშინ როცა ადამიანებს ჭირდებათ გვერდში დგომა ეკონომიკური თვალსაზრისით. ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების და ამ თანხის სხვა მიმართულებით გამოყენების ნაცვლად მათ გაზარდეს შტატები საკრებულოში, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი კი ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს რომ ცვლილებების პროექტში ყველა დეტალი ზუსტად იყო გაწერილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი