
ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. საოლქო საბჭოს მდივნის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, ქალაქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, დაზიანდა ორი მაღალსართულიანი შენობა.
შემთხვევის ადგილიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, ადგილობრივი სასტუმროს შენობა დაზიანდა.
პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.
"ზაპოროჟიე. ქალაქი ყოველდღიურად იბომბება ოკუპანტების მიერ. რუსული რაკეტა სამოქალაქო შენობას მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცნობილია ერთი გარდაცვლილის შესახებ. სამძიმარს ვუცხადებ. არიან დაჭრილები", - წერს ის.
ზელენსკიმ რუსული თავდასხმის შედეგების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.