რუსეთში, ქალაქ ოდინცოვოში, საწყობში მასშტაბური ხანძარია

გამოქვეყნდა:

მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ოდინცოვოში, საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. სამთავრობო მედია TASS მოსკოვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ამბობს, რომ ცეცხლი 2 000 კვადრატულ მეტრს მოედო.

"მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა", - ამბობს სამინისტრო.

Telegram-ის არხებით გავრცელებული კადრების მიხედვით, ცეცხლი და კვამლი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ჩანს.

ხუთშაბათს ღამით რუსეთის ხელისუფლება ამბობდა, რომ ორი თავდამსხმელი დრონი ჩამოაგდეს მოსკოვთან ახლოს, ერთი ოდინცოვოს ოლქში, მეორე კი კალუგის რაიონში.

ქალაქი ოდინცოვო მდებარეობს მოსკოვის დასავლეთით, მისი გარეუბნებიდან სულ რამდენიმე კილომეტრში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი