კურსკის გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინის ორი დრონი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

კურსკის ოლქის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი დრონი ჩამოაგდო, რომელიც ქალაქს უახლოვდებოდა. ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი მედია "მედუზა" ავრცელებს. 

"გუშინ, დაახლოებით, 23:00 საათზე, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკისკენ მიმავალი ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს დაცვისა და პროფესიონალიზმისთვის," -  წერს გუბერნატორი Telegram-ზე, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

აღნიშნულს უკრაინა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი