რუსული სამთავრობო მედია "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, მოსკოვში, კარამიშევსკის სანაპიროსთან აფეთქება მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მათ ხოროშევო-მნევნიკის რაიონში დრონის მსგავსი მოწყობილობა შენიშნეს. ის სავარაუდოდ მდინარის მახლობლად მდებარე პარკში დაეცა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახური. დაშავებულების ან/და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კარამიშევსკის სანაპიროს გარდა, დრონის მსგავსი ობიექტი შენიშნეს ნოვორიჟსკოეს გზატკეცილთანაც.