
უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე რუსების მიერ გაშვებული რაკეტები ჩამოაგდეს. როგორც კლიჩკო ამბობს, რაკეტების ფრაგმენტები დედაქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. თუმცა, კიევზე მიტანილ სარაკეტო იერიშს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
კიევის მერის თქმით, ბოგატირსკაიას ქუჩაზე დაზიანდა მხოლოდ ერთი კერძო სახლის სახურავი. რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს ობოლონის რაიონშიც.