დაიწყო მოკვლევა შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე - პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შესახებ, კერძოდ, დაღუპულის დედის თეონა თამაზაშვილის დღევანდელ ნათქვამთან დაკავშირებით, კერძოდ, საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის კითხვებთან, რომლებიც ოჯახის ადვოკატის დაქირავების მოტივებსა და მის ჰონორარს შეეხებოდა, განცხადება გამოაქვეყნა

გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად: 

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას.

შეგახსენებთ, რომ თეონა თამაზაშვილმა საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის კითხვების გამო გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა მოითხოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი