ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობა არ უნდა დაიკარგოს - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკის აეროპორტში, აეროპორტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ახლა ჩვენ ვცხოვრობთ უპირველეს ყოვლისა აღმოსავლეთის ხარჯზე - ვთანამშრომლობთ რუსეთთან, ჩინეთთან, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი. ისინი ახლოს არიან, ისინი ჩვენი მეზობლები არიან - ევროკავშირი. ჩვენ ვერ დავკარგავთ ურთიერთობას. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ საკუთარის გათვალისწინებით, დამიჯერეთ, მოვა დრო (ახლა ისეთი არეულობაა, დიდი სირთულეებია) - 2024-2025 წლებში, დარწმუნებული ვარ, იქნება სერიოზული ცვლილებები მსოფლიოში“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე განცხადებით, საჭიროა საუბარი პოლონელებთან. როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, პრემიერმინისტრს დაავალა დაუკავშირდეს მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელებს:
უნდა ვესაუბროთ პოლონელებს. მე დავავალე პრემიერს, რომ დაუკავშირდეს მათ. თუ უნდათ, ვისაუბროთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები. ჩვენ მეზობლები ვართ, მეზობლებს არ ირჩევენ, ისინი ღვთისგან არიან." თქვა ლუკაშენკომ, თუმცა დასძინა, რომ დიდი მოლოდინი არ აქვს, რადგან პოლონეთში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია და ახლა ის "სიტუაციის ესკალაცია სჭირდებათ".