ჩინეთი თავისუფლად შეიძლება გახდეს რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

„ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სწორედ მე დავიწყე მოლაპარაკებების წარმოება. საუბარი მაქვს ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე. ეს 2015 წელს ხდებოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო და ჩინეთი გააფართოებდნენ პირველ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევრაზიის რეგიონიდან. ამდენად, გვქონდა პრივილეგია  და გაგვიმართლა, რომ ასეთი შეთანხმება გაფორმდა. თან, როგორც თქვენ ბრძანეთ, ამის შედეგი ძალიან ხელშესახებია. სავაჭრო ბრუნვა 400 პროცენტით გაიზარდა, როგორც თქვენ ბრძანეთ.. ჩინეთი ძალიან სწრაფად გახდა რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. რადგან თქვენ პოტენციალი იკითხეთ და დაინტერესდით, კიდევ რა მიმართულებით შეიძლება მისი ათვისება, გეტყვით, რომ თუ გავაგრძელებთ საქონლის - მეტი ხარისხიანი პროდუქციის - ექსპორტს ჩინეთში და ჩინეთიდან აქეთ,  ის თავისუფლად შეიძლება გახდეს რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. ამის პოტენციალი დიდია. მჯერა ამ პოტენციალის და სწორედ ამიტომ ვარ ასე დაინტერესებული ამ და სხვა შესაძლებლობებით, რომლებიც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებიდან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომ, სრულად  ვუჭერთ მხარს ვაჭრობის ზრდას და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ქართულ ბიზნესს მოვუწოდე, მეტი ურთიერთობები აწარმოონ ჩინეთთან, ჩინურ კომპანიებთან, მეტი საქონელი, ღვინო და სხვა  პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე. ამდენად, დიდია პოტენციალი ამ მიმართულებით."

განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ჩენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი