თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღან შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მისი და თურქი ხალხის სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ. ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს," - ამბობს ერდოღანი.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. მაშველები 9 ადამიანს ისევ ეძებენ.