ჰავაის მაუის კუნძულზე ტყის ხანძრებს სულ მცირე 67 ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაიცას Reuters ავრცელებს და წერს, რომ ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის თქმით, ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია. ამასთან, მაუის ოლქის სახანძრო უფროსმა, ბრედფორდ ვენტურამ განაცხადა, რომ ხანძრის სიჩქარე "თითქმის შეუძლებელს ხდიდა" საგანგებო მენეჯმენტთან კომუნიკაციას, რომელიც, როგორც წესი, ევაკუაციის ბრძანებებს აძლევს.
კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა და სახანძრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.