რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ ყირიმის თავზე 20 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ გასულ ღამეს, ოკუპირებულ ყირიმზე მორიგი თავდასხმისას, 20 უკრაინული დრონი გაანადგურეს

უწყების თქმით, 14 დრონი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ხოლო 6 ელექტრონული სისტემით ჩაახშეს. როგორც სამინისტრო ამბობს, შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. 

"დღეს ღამით კიევის რეჟიმს ჰქონდა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა 20 უპილოტო საფრენი აპარატით ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, ასევე არანაირი დაზიანება," - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულს უკრაინა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი