
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას "შაჰიდებით" სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შეუტია. უწყების თქმით, რუსების მიერ გაშვებული 5 "შაჰიდიდან" 3 ჩამოაგდეს.
"შაჰიდები" განადგურდა საზენიტო თავდაცვის შედეგად, ზაპორიჟჟიას ოლქის საზღვრებში," - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.