მონტენეგროს პრემიერმინისტრი, დრიტან აბაზოვიჩი, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
"ღრმა სინანულით შევიტყვე რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. მონტენეგროს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა," - ამბობს აბაზოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. მაშველები 9 ადამიანს ისევ ეძებენ.