
12 აგვისტოს შუადღისას ოკუპირებულ ბერდიანსკში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი და მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებენ.
მათი ცნობით, აფეთქება პორტის ტერიტორიაზე მოხდა. ასევე, ხანძარია კონოიის უბანში.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.