რუსეთში, ქალაქ უსურიისკში კაშხალი დაზიანდა, რის შედეგადაც რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
რუსული მედიის ინფორმაციით, დროებით განთავსების ცენტრებში 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ქალაქში "როსგვარდიის" ძალები და მაშველები მუშაობენ.
"კაშხალი დაიშალა და უბრალოდ ტალახად და მიწად იქცა. ამჟამად ის შეკეთებას ან აღდგენას არ ექვემდებარება, კონტროლი მასზე დაკარგულია," - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აღნიშნული კაშხალი წყალმოვარდნის თავიდან აცილებისთვის იყო აგებული.