რუსეთში, კალინინგრადის რაიონში, სასწავლო ფრენისას ორადგილიანი Su-30 ჩამოვარდა და მისი ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.