საფრანგეთში, არხის გადაკვეთისას, მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი. მაშველებმა 50-ზე მეტი პირის გადარჩენა შეძლეს.
ადგილობრივმა მერმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია დილით დაიწყო. მისივე თქმით, ათობით მიგრანტთან ნავი ცდილობდა არხის გადაკვეთას.
"რამდენიმე ნავი სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, სანგატეს (საზღვაო ქალაქთან) ახლოს მათ გვამები იპოვეს", - განუცხადა მან Reuters-ს.
საზღვაო პრეფექტურამ დაადასტურა, რომ სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
არხი საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო ხაზი, სადაც ძლიერი დინებაა, რაც პატარა გემებით გადაკვეთას სახიფათოა.