რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინამ ბელგოროდში დრონით თავდასხმა სცადა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, შაბათს საღამოს უკრაინის შეარაღებული ძალებმა სცადეს ბელგოროდის რეგიონზე დრონით თავდასხმა. 

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-ზე წერს, რომ თავდაცვის სიტემამ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო:

"შებეკინსკის ურბანულ რაიონში ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა - უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ქალაქთან მიახლოებისას".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინამ ერთი დრონით სცადა თავდასხმა "რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე". უწყება ამბობს, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი